ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული ორი კორეის სამიტისთვის მზადაა


 სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯა-ინი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯა-ინი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯა ინი მზადაა სამხედრო სადემარკაციო ხაზზე შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამიტის დეტალურ გეგმას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მუნი და კიმი პირველ ფორმალურ მოლაპარაკებას მშვიდობის სახლში გამართავენ.

სამიტი 27 აპრილს გაიმართება. არსებობს მოლოდინი, რომ განხილვის საგანი ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამა იქნება.

შეხვედრის პრეზიდენტრები ორი კორეის გამყოფ საზღვარზე ხეს დარგავენ. ამის შემდეგ ისინი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ქვეყანას ოფიციალური სადილის შემდეგ დატოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG