ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალეს


პარასკევს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯა-ინმა თქვა, რომ შეიწყალებს მის წინამორბედს და მთავარ კონსერვატორ მეტოქე პარკ გუნ-ჰეს, რომელიც მექრთამეობის და სხვა დანაშაულებისთვის ხანგრძლივ საპატიმრო სასჯელს იხდის.

მუნის ლიბერალურმა მთვრობამ განაცხადა, რომ შეწყალება ეროვნული ერთობის ხელის შესაწყობადაა გამიზნული იმ დროს, როდესაც ქვეყანა პანდემიით გამოწვეული სიძნელეების წინაშე დგას. ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ შეწყალება კონსერვატორების მხრიდან კრიტიკის შესარბილებლადაა გათვლილი, რომელიც პარკის ჯანმრთელობის პრობლემებითაა გამოწვეული, ან მარტში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის დასაყოფად მისი გამოყენება სურთ.

იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 69 წლის პარკი 3 094 ადამიანს შორისაა, რომელთაც 31 დეკემბერს შეიწყალებენ. სამხრეთ კორეაში ახალი წლის ან ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნად, საგანგებო შეწყალებებს ხშირად მიმართავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG