ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯანქ ფუდი" - სწორი კვების პოლიტიკის პრობლემა


10 ზრდასრული ამერიკელიდან ცხრას მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) პრობლემები აქვს. უმეტეს შემთხვევაში პრობლემა საკვებითაა გამოწვეული. ამის შესახებ ესპერტები საუბრობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლოა დროა, მთავრობამ დაარეგულიროს, რას მიირთმევენ ამერიკელები.

„ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთადერთი სეგმენტი, სადაც პროდუქციის უმეტესობა, სრულიად გააზრებულად საფრთხის შემცველია და მომხმარებლებს მის პირისპირ ვტოვებთ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უგულვებელყოფთ ავტომობილის, სახლის, მობილური ტელეფონების, - ეკონომიკის არცერთი ასპექტის უსაფრთხოებას. ჩვენ არ ვტოვებთ მათ პირისპირ მოსახლეობას. თუ კი რაიმე საფრთხის შემცველია, მას აუცილებლად აღმოვფხვრით“ - ამბობს ტაფტის ფრიდმანის კვების მეცნიერების პოლიტიკის სკოლის დეკანი, ექიმი კარდიოლოგი - დარიუშ მოზაფარიანი.

მეტაბოლური ჯანმრთელობის შესაფასებლად, ექიმები სისხლში შაქრის რაოდენობას ზომავენ. ასევე - ქოლესტერინს, არტერიულ წნევას და სხვა მაჩვენებლებს. მეტაბოლური პრობლემების მქონე ადამიანები, მეორე ტიპის დიაბეტის, გულის დაავადებების და ჯანმრთელობის სხვა სერიზული პრობლემების განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან.

„როდესაც 10-დან 9 ადამიანს მეტაბოლური პრობლემები აქვს, ძირითადად დიეტასთან დაკავშირებული დაავადებების გამო, აცნობიერებ, რომ სისტემა დაზიანებულია“ - ამბობს მოზაფარიანი.

ევოლუციამ ყველაფერზე ვერ იზრუნა

„ჯანქ ფუდი ძირითადად ტკბილი, მარილიანი და ცხიმიანია - ეს არის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისინი ენერგიას გვაძლევენ. ტკბილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გლუკოზა არის ერთადერთი საწვავი, რასაც ტვინი იყენებს. ასე რომ ბუნება ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენ მისი მიღება გვსურდეს“ - ამბობს ლინდა ბარტოშუკი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი.

პროფესორის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი სხეული არ არის აგებული ისე, რომ გვითხრას - როდის არის საკმარისი, როდის უნდა გავჩერდეთ.

რაც უფრო ვიზრდებით და შვილების ყოლის ასაკში შევდივართ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევოლუციას ნაკლებად აინტერესებს, რა გვემართება ჩვენ. შემდეგ კი, იმ ნივითიერებების მიღება, რაც ახალგაზრდობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საფრთხისშემცველი ხდება. ჩვენ მათ გადაჭარბებით ვიღებთ. ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ მარილს, ძალიან ბევრ შაქარს, ცხიმს და ეს იწვევს ყველა სახის დაავადებას“ - ამბობს ბარტოშუკი.

გასული საუკუნის 60-იან წლებში, შეერთებული შტატები შიმშილის აღმოფხვრაზე იყო ორიენტირებული. მოზაფარიანი იმ ამერიკელ ჯანდაცვის ექსპერტთა შორისაა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკელ მოზარდებში ჯანმრთელობის ნაკლებობის დასაძლევად, საჭიროა „საკვების უსაფრთხოებიდან“, „კვების უსაფრთხოებაზე“ გადასვლა.

რეცეპტი ჯანსაღი საკვებისთვის

იმ ფონზე, როცა კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელების დიდ ნაწილს, მეტაბოლური პრობლემები არაჯანსაღი კვების გამო აქვს, 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვაზე 3.8 ტრილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა. მოზაფრიანი ამბობს, რომ დროა, კვება ჯანდაცვაში ინტეგრირდეს.

„არსებობს ძალიან პირდაპირი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზები, მაგალითად, რეცეპტების წარმოება - თუ თქვენ გაქვთ გარკვეული სამედიცინო პრობლემები და გჭირდებათ ჯანსაღი კვება, ექიმი წერს რეცეპტს და თქვენ იღებთ ჯანსაღ საკვებს, რომელიც ნაწილობრივ ან სრულადაა დაფინანსებული“ - ამბობს დოქტორი მოზაფრიანი.

კვების ახალი დღის წესრიგი?

საკვების, კვებისა და ჯანმრთელობის შესახებ, თეთრმა სახლმა კონფერენცია ბოლოს 1969 წელს ჩაატარა. მრჩეველთა საბჭომ პრეზიდენტ ნიქსონს ურჩია, დაესრულებინა შიმშილობა და კვების ნაკლებობა ღარიბებში. ამან ამერიკის კვების დღის წესრიგზე გავლენა ათწლეულების შემდეგ იქონია.

ქალთა, ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა სპეციალური დანამატების მქონე კვების პროგრამა, ეროვნული სასკოლო სადილის პროგრამა სწორედ 1969 წელს გამართული კონფერენციის შედეგი იყო.

ამერიკელი სენატორი კორი ბუკერი და კონგრესმენი ჯეიმს მაკგოვერნი, თეთრ სახლში ასეთივე კონფერენციის გამართვას ითხოვენ.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტებს სურთ, სფეროს კვლევისთვის მეტი ფული გამოიყოს.

„ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი არ ხარჯავს იმდენ ფულს კვების კვლევაზე, როგორც მე ამის საჭიროებას ვხედავ“ - აღნიშნავს პროფესორი ბარტოშუკი.

ექიმი მოზაფარიანი ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოსწორდეს ამერიკელების კვების მიმართულებით შექმნილი ვითარება. ის ფიქრობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით განათლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG