ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ 19-ის ვაქცინა ამერიკაში 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია


პანდემია კოვიდ 19-ის მეორე წელს ამერიკაში 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. გადაწყვეტილება ამერიკულმა მარეგულირებელმა მიიღო.

საუბარია მოდერნასა და ფაიზერის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებზე. ხანგრძლივი კვლევების შემდეგ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა თქვა, რომ ბავშვებისთვის ამ ვაქცინების მიღება უსაფრთხოა.

მშობლები ამბობენ, რომ ეს მათთვის შვებაა, რადგან ვაქცინაციის შემდეგ მათ შვილებს მიეცემათ სრულყოფილი ცხოვრების საშუალება, ითამაშებენ სხვა ბავშვებთან ერთად და წაიყვანენ შვილებს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში.

ბავშვების ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია სამხრეთ კაროლინასა და ნიუ-იორკში.

თავდაპირველად ამერიკაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი იყო ექიმებისათვის და ხანდაზმულებისთვის, შემდეგ კი ზრდასრული მოსახლეობისთვის, კვლევების შემდეგ კი ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა და სკოლის ასაკის ბავშვებიც მოიცვა. ახლა კი უკვე შესაძლებელია მცირეწლოვანი ბავშვების აცრა, საერთო ჯამში საუბარია 5 წლამდე ასაკის 18 მილიონ ბავშვზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG