ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განხეთქილება იტალიის მთავრობაში - სამთავრობო პარტიას საგარეო საქმეთა მინისტრი დაუპირისპირდა


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო საკუთარ პარტიას აკრიტიკებს ევროკავშითან ურთიერთობებსა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, არასწორი მოქმედების გამო.

მინისტრის განცხადებებს დი მაიოს პოლიტიკურ პარტია „5 ვარსკვლავში“ განხილვები მოჰყვა, მისი მომავლის შესახებ. თუმცა მსჯელობა პარტიაში კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. პარტიას დი მაიო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ახლა პარტიას ჯუზეპე კონტე მართავს, რომელთანაც დი მაიოს დაპირისპირებულია.

ეს კი მარიო დრაგის მთავრობას სირთულეს უქმნის. წინ კი მნიშვნელოვანი კენჭისყარაა, სადაც უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაგზავნის შესახებ უნდა იმსჯელონ. პარტია „ 5 ვარსკვლავი“ ცდილობს იტალიიდან უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნის შეზღუდვას.

იტალია ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინის დახმარებას აწვდიან და რუსეთთან ომის პერიოდში კიევს სამხედრო იარაღს უგზავნიან, რომელიც ამ უკანასკნელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

განცხადებაში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა, წერია, რომ ომი მხოლოდ პუტინს სურს, აქვე ის აღნიშნავს, რომ იტალიის მთავრობის ქმედებები წინააღმდეგობაშია დემოკრატიულ დღისწესრიგთან. მისი თქმით პარტია „5 ვარსკვლავის“ წარმომადგენლების და მთავრობის წევრების განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ და დაბრკოლებებს ქმნიან ევროპელ პარტნიორებთან. ”5 ვარსკვლავის” წევრები კი საპასუხოდ აკრიტიკებენ დი მაიოს, რომ ის საკუთარი პარტიის წინააღმდეგ წავიდა.

პარტია „5 ვარსკვლავი“ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალაა, პარტლამენტში კი 2018 წლის შემდეგ უმრავლესობაშია, არჩევნებში პარტიამ 33 პროცენტი აიღო. მას შემდეგ პარტიის მხარდაჭერა შემცირდა და ბოლო გამოკითხვებით ჩანს, რომ პარტიას მოსახლეობის 13 პროცენტი უჭერს მხარს.

იმ შემთხვევაში თუ საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას და პარტიას დატოვებს, მას შესაძლოა მხარდამჭერები გაყვნენ, რაც მთავრობაში დიდ ძვრებს გამოიწვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG