ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ შეფერხდა


სერბეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ შეფერხდა

ივლისის თვეში ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარი ძალადობა ყველაზე საშინელებით გამოირჩეოდა მიმდინარე წელს მომხდარ სხვა ძალადობრივ ფაქტებთან შედარებით. ყოველივე ამას, პოლიციელთა მსხვერპლის გარდა, მშვიდობიანი მოქალაქეების ფიზიკური ზიანიც მოჰყვა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდართან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა რომ ევროსაბჭო დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი ფაქტები მხოლოდ წარსულში ხდებოდა და უკვე აღარ არსებობდა აწმყოში.

სერბეთი წლების განმავლობაში ცდილობს ევროკავშირში შესვლას. პარალელურად ევროკავშირის კომიტეტი რეკომენდაციების პაკეტზე მუშაობს, რომლის დასრულების შემდეგ, ოქტომბრის თვეში, კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში შესვლის სტატუსს საჯაროდ გამოავლენს.

პრეზდენტი ბორის ტადიჩის განცხადებით ბელგრადი არ აპირებს ხელი შეუშალოს ჩრდილოეთ კოსოვოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. მან ასევე აღნიშნა რომ ევროკავშირის მისიის კარი ღიაა სერბეთისათვის, რაც ერთგვარად კომოპრომისზე წასვლის საშუალებაა. თუმცა იქვე ივარაუდა, რომ სერბიამ, შესაძლოა, პირველივე მცდელობაზე ვერ მიიღოს ევროაკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ამ მოსაზრებას სერბეთის სხვა პოლიტიკოსებიც იზიარებენ. კოსოვოს მინისტრმა გორან ბოგდანოვიჩმა სერბეთის მედიასთან საუბრის დროს განაცხადა რომ სერბეთი მყარად დაიცავს თავის პოზიციას იმ შეემთხვევაშიც კი თუ მისი დაბლოკვა მოხდა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ ჯერემიჩმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა დაგმოს კოსოვოს ძალადობრივი ესკალაცია. მას საკმაოდ უტიფარი რეაქცია ჰქონდა სერბეთის ნაციონალისტის მიერ კოსოვოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

“მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩემი მთავრობის პოზიციას პრიშტინას კოსოვოდან მისი ცალმხრივი გამოყოფის მცდელობის თაობაზე. ჩვენ არ ვაპირებთ, პირდაპირ თუ ირიბად, ვცნოთ ის. ეს ჩვენი ხალხის დემოკრატიული სურვილია, რომელსაც ასევე ჩვენი კონსტიტუციაც იცავს,-” თქვა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერბეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გააცნობიერეს რომ ბელგრადს მხოლოდ სერბეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას მოსთხოვდნენ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ.

სერბეთში გამომავალი გაზეთ “პოლიტიკას” ანალიტიკოსის ბოსკო ჯაკსიჩის მოსაზრებით:

“სერბი ხალხის უმრავლესობისათვის ცხადია უკვე კოსოვოს დაკარგვის ფაქტი და ამიტომ არ ვფიქრობ რომ პოლიტიკოსები იმდენად ბრიყვები იყვნენ მათვისაც არ იყოს ცნობილი ყოველივე ეს. მე მხოლოდ ერთს ვეტყოდი მათ - პირისპირ წარდგნენ საკუთარი ხალხის წინაშე და უთხრან, - “დიახ, თქვენ გვეხმარებით სერბეთის ევროკავშირის შესვლაში.” ეს, კოსოვოსთან, ნორმალური ურთიერთობის შესანარჩუნებელი საშუალებაა.”

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სლოვაკეთში გამოსვლის დროს აღნიშნა რომ იგი ლოილაურ პოზიციაზე დგას და კოსოვოს საკითხში ეტაპობრივი მიდგომის შესაძლებლობის გამოყენებაზე საუბრობს.

თუმცა ევროპარლამენტის წევრი დორის პეკის განცხადებით ევროკავშირი ვერ მიიღებს ისეთ ქვეყანას, რომელიც მეზობელ ტერიტორიაზე კონფლიქტს აწარმოებს. ბელგრადმა დამაჯარებლობა უნდა გამოავლინოს კოსოვოსთან მოლაპარაკების საკითხში. “ჩვენ მტკიცებულება გვჭირდება რომ ისინი ამისათვის მზად არაიან”- თქვა ევროპარლამენტის წევრმა დორის პეკმა.

XS
SM
MD
LG