ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხში ედმონდ მულეთმა კოსოვოს და სერბეთის წარმომადგენლებს თხოვა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისადმი თავიანთი ერთგულების დემონსტრაცია მოახდინონ.

მისი თქმით, ბელგრადმა და პრიშტინამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა გამოირიცხოს კონფლიქტის განახლების საფრთხე მომავალში.

ედმუნდ მულეთის განცხადებას ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის ესკალაციას მოჰყვა.

კოსოვოს მთავრობა დღეს უშიშროების და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, რომლებსაც აქამდე ნატოს ძალები აკონტროლებედნენ.

სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს კოსოვოს ჩრდილოეთში ძალისმიერი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ კოსოვის ეს რაიონი სერბებით არის დასახლებული.

XS
SM
MD
LG