ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსაბჭო აზერბაიჯანს აფრთხილებს


ევროსაბჭო აზერბაიჯანს აფრთხილებს

ოფიციალური ბაქო არ ასრულებს საბჭოს მიერ მიცემულ რეკომენდაციებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიონერმა თომას ჰამარბერგმა აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ბაქო არ ასრულებს საბჭოს მიერ მიცემულ რეკომენდაციებს და ხელისუფლების ოპონენტებს დევნის. კომისიონერი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ოპოზიციონერი კანდიდატების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდული ჯგუფების წინააღმდეგ ხელოვნურ ბრალდებებით, მათ დაკავებას აგრძელებს.

XS
SM
MD
LG