შოტლანდიის პარლამენტი ედინბურგში განაგრძობს მუშაობას. ქვეყნის მმართველი ეროვნული პარტია დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას უჭერს მხარს.
შოტლანდიის პირველი მინისტრი, ალექს სალმონდი ქვეყნის მომავალზე რეფერენდუმის ჩატარებას 2014 წლისთვის გეგმავს. „მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის უფრო უკეთესი მომავალი გვინდა, როგორც ეკონომიკურ ისე სოციალურ სფეროში,“ - განმარტავს სალმონდი.
მისი განცხადებით, შოტლანდიის ეკონომიკის განვითარებას ენერგომატარებლების ექსპორტი შეუწყობს ხელს. მისი თქმით, შოტლანდია ევროპის საუდის არაბეთი გახდება.
ამაში ეჭვი ეპარება გაზეთ „სკოტსმენის“ ლონდონელ კორესპონდენტს, დეივიდ მედოქსს. მისი თქმით: „ჩრდილოეთის ზღვის ბუნებრივი აირის და ნავთობის საბადოების ექსპლოტაცია ძალზე ძვირი ჯდება და ამაზე ქვეყნის მომავალს ვერ ააგებ. გარდა ამისა, ეს მარაგი შესაძლოა 30 წელიწადში ამოიწუროს.“
რეფერენდუმი ბანოკბერნის ბრძოლის 700 წლისთავს ემთხვევა, რომელშიც შოტლანდიელებმა სასტიკად დაამარცხეს ინგლისის არმია. თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, შოტლანდიის დამოუკიდებლობას მოსახლეობის მხოლოდ 30%-ი უჭერს მხარს.
დევიდ მედოქსის განცხადებით: „შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას ევროკავშირში გაწევრიანება და ევროს შემოღება სურს, მაგრამ თუ დღევანდელი ევროს მიხედვით ვიმსჯელებთ, არავის ახარებს ამგვარი პერსპექტივა.“
შოტლანდიის ეროვნული მოძრაობის მაგალითმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჰპოვა გამოძახილი. კატალონიამ ესპანეთიდან გამოყოფა მოისურვა. მადრიდმა კი ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა, თუმცა, კატალონიელების ნახევარზე მეტი დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. როგორც ბარსელონელი რამონ მორა ამბობს: „ჩვენც გვჭირდება რეფერენდუმის ჩატარება და რაც შეიძლება მალე.“
ბელგიაში სეპარატისტულმა ახალი ფლანდრიის ალიანსმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია. ამომრჩევლების აზრით, ამაში გადამწყვეტი როლი ეკონომიკურმა პრობლემებმა ითამაშა. როგორც ანტვერპენელი ფრანსუა ვერსვიჟველი ამბობს: „ბელგიის ისტორია ამით დამთავრდება. ჩვენ ფრანგულენოვანი სამხრეთი დიდ ტვირთად გვაწევს და მათი შენახვა უამრავი ფული გვიჯდება.“
ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტის, კერ-ლინდსეის აზრით, ეკონომიკური კრიზისი სეპარატისტული მოძრაობების გაძლიერებას უწყობს ხელს. მისი თქმით: „ორი აზრი არ არსებობს, რომ დამოუკიდებელი შოტლანდია, დამოუკიდებელი ფლანდრია და დამოუკიდებელი კატალონია საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი ქვეყნები იქნებიან. ინგლისელი ექსპერტის განცხადებით, სეპარატისტული მოძრაობები კიდევ უფრო გაძლიერდება ბალკანეთში: ბოსნიაში შესაძლოა რესპუბლიკა სერბსკაზე დაიწყონ ლაპარაკი, დადგება ჩრდილოეთ კოსოვოს საკითხი, პრობლემებია მაკედონიაშიც, ამ რეგიონში შესაძლოა ძალზე შემაშფოთებელი პროცესები დაიწყოს. დამოუკიდებლობის მოძრაობები მთელ ევროპაში შოტლანდიის რეფერენდუმის მოლოდინში არიან, რომელმაც შესაძლოა ევროპაში ახალი სახელმწიფოს შექმნას დაუდოს სათავე.“