ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარეტის კანდიდატურას სენატის კომიტეტში კენჭს დღეს უყრიან


ემი კონი ბარეტი
ემი კონი ბარეტი

შეერთებული შტატების სენატის იურიდიულ კომიტეტში, დღეს კენჭს უყრიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ემი კონი ბარეტს. სენატის რესპუბლიკელებისთვის მისი დამტკიცება ახლა ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ ბარეტის დამტკიცების პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე, 3 ნოემბრამდე დასრულდეს. 48 წლის ბარეტი ტრამპმა ლიბერალური განწყობებით განთქმული, ლეგენდარული რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ წარადგინა.

ბარეტის დამტკიცების შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოში კონსერვატორული მიმართულების მოსამართლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამერიკის უმაღლეს სამართლებრივ ორგანოში სულ 9 მოსამართლეა, ბარეტის დამტკიცებით კი კონსერვატორულად განწყობილ მოსამართლეთა რაოდენობა 6-მდე გაიზრდება.

დემოკრატების კატეგორიული ბოიკოტის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელების ლიდერობით მოქმედი სენატის იურიდიული კომიტეტი, მას დღესვე დაამტკიცებს. 22-წევრიან კომიტეტი 12 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი სენატორით არის დაკომპლექტებული.

მეტიც, რესპუბლიკელები 53 სენატორით, მთლიანად სენატშიც უმრავლესობაში არიან. დემოკრატებს სენატში სულ 47 კანონმდებელი ჰყავთ. შესაბამისად ითვლება, რომ ბარეტის დამტკიცება სენატის გაფართოებულ სხდომაზეც თითქმის გარდაუვალი რეალობაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG