ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუნის სინდრომის დადგენის ახალი მეთოდი


კომპიუტერული პროგრამა დაბადებისთანავე სინდრომის დადგენის შესაძლებლობას იძლევა

დაუნის სინდრომი არ ვლინდება მოსახლეობის სპეციფიკურ კატეგორიაში. ყველაზე ხშირად ის გვხვდება ასაკოვანი დედების მშობიარობის შემდეგ და საზოგადოებისგან იზოლირებულ ადამიანთა ჯგუფში.
.
განვითარებულ ქვეყნებში დაუნის სინდრომის დადგენა შესაძლებელია ბავშვის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ამიტომ ქალები ხშირად ასეთი ორსულობას წყვეტენ.

იქ სადაც მოსახლეობას მსგავს ტესტებზე ხელი არ მიუწვდებათ, დაუნის სინდრომის დადგენა ჩვილების დაბადების შემდეგ ხდება. ამის შესახებ ვაშინგტონის პედიატრიული ქირურგიის ინოვაციის ინსტიტუტის მკვლევარი მარიუს ლინგურარუ აცხადებს:

-ზოგჯერ დაუნის სინდრომის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი შეხედვით, კერძოდ როდესაც საქმე გვაქვს მკვეთრად გამოხატულ ფორმასთან. ფარული შემთხვევების დროს კი გენეტიკოსებისა და გამოცდილი მორფოლოგების გარეშე დიაგნოზის დასმა ძნელდება.

მეცნიერებმა ახლახანს შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც დაბადებისთანავე სინდრომის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. მარიუს ლინგურარუს განცხადებით, ამ ტექნოლოგიის გამოყენება საკმაოდ მარტივია:

-ვიღებთ ტელეფონს და ადგილზე ვიღებთ ფოტოსურათს, შემდეგ პროგრამა ავტომატურად იწყებს მუშაობას. აქვს თუ არა ახალშობილს დაუნის სინდრომი ამას პროგრამა ქულების საშუალებით გვიჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა იწყებს ახალშობილის სახის ნაკვთების გაანალიზებას და შედარებას მასში ჩატვირთულ ათასობით ფოტოსთან. ამასთან აპლიკაცია ასევე ითვალისწინებს ეთნიკურ კუთვნილებასაც.

პროგრამა 96-97%-ი სიზუსტით მუშაობს, რაც თითქმის იმის ტოლფასია, რომ ოთახში გყავდეს გამოცდილი მორფოლოგი.

მარიუს ლინგურარუს განცხადებით დაუნის სინდრომის დროული აღმოჩენა დედისა და ბავშვის ურთიერთობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებით უწყობს ხელს.

მისივე თქმით, კომპიუტერული პროგრამა გენეტიკური კვლევის შედეგად შეცდომით დასმული დიაგნოზების რაოდენობასაც შეამცირებს, რაც მკურნალობის საფასურზეც აისახება და მშობლების ემოციურ სტრესსაც ააცილებს.

მეცნიერები ახლა ცდილობენ ისეთი საინფორმაციო ბაზის შექმნას, რომლის გამოყენებაც პირდაპირ ტელეფონების საშუალებით მოხერხდება, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ პედიატრს, მედდას და ბებიაქალს შეეძლება სურათის გადაღება და დროულად და სწრაფად დაუნის სინდრომის დადგენა.
XS
SM
MD
LG