ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალი ამერიკულ პოლიტიკაში


გენერალ დევიდ პეტრეუსის შემდეგ მედიაში ავღანეთის კოალიციური ძალების უმაღლეს მთავარსარდალზე, გენერალ ჯონ ალენზე ალაპარაკდნენ

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი, ნენსი პელოსი გამოძიების ფედერალურ ბიუროს საყვედურობს. ის უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კონგრესის ლიდერებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, დევიდ პეტრეუსის ირგვლივ წარმოებული გამოძიების შესახებ ტელეეკრანებიდან შეიტყვეს.

სკანდალში ავღანეთის კოალიციური ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ჯონ ალენის სახელიც ფიგურირებს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ აღნიშნა, რომ ის გენერალ ალენს სრულ ნდობას უცხადებს. თავდაცვის მდივანმა განცხადება დღეს ავსტრალიაში გამართული ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. ლეონ პანეტამ ჟურნალისტებს ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG