ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი პეტრეუსი ტოვებს თანამდებობას


პეტრეუსმა გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტს წარუდგინა

აშშ-ის თადარიგის გენერალმა დევიდ პეტრეუსმა, რომელსაც ერაყში ომის წარმატებით დასრულებას უკავშირებენ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მიზეზად კი ქორწინაბაგარეშე ურთიერთობა დასახელდა.

პეტრეუსმა სააგენტოს თანამშრომლებს მიმართვაში აუწყა, რომ გადადგომის განცხადება მან პირადად პრეზიდენტ ობამას გადასცა. მან დასძინა, რომ ის ლიდერისთვის შეუფერებლად მოიქცა, გადადგა რა უკიდურესად დაუფიქრებელი ნაბიჯი. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს დაუღალავი შრომისთვის და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობის შანსის მიცემისთვის.

პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG