ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენდის გავლენა არჩევნებზე


უძლიერესი ქარიშხლის შედეგად აღმოსავლეთ სანაპიროზე ათობით მილიონი ადამიანი დაზარალდა

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება. პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნი დასკვნითი სტადიისთვის ემზადებიან.

ამასთანავე, უძლიერესი ქარიშხლის შედეგად აღმოსავლეთ სანაპიროზე ათობით მილიონი ადამიანი დაზარალდა. ორივე კანდიდატმა გააუქმა დღეს დაგეგმილი ღონისძიებები. დღესვე გაავრცელეს მიმართვები სტიქიით დაზარალებულთა და მსხვერპლის შესახებ, ასევე აქტიურობისკენ მოუწოდეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სტიქიისგან მიყენებული ზარალი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში, ნიუ-ჰემპშირსა და ოჰაიოში.
XS
SM
MD
LG