ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო კამპანია ამინდის გამო შეწყდა


ობამამ საარჩევნო ბიულეტენი გუშინ შეავსო და კანდიდატებს ხმა რეგისტრაციის ადგილზე, ჩიკაგოში მისცა

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე წინასაარჩევნო კამპანია დროებით შეწყდა მეორე კატეგორიის ქარიშხალი სენდის გამო.
ციცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ წინასაარჩევნო ღონისძიებები, რომლებიც მერყევ შტატ ვირჯინიაში იყო დანიშნული გააუქმეს. კამპანიის საველე ოფისები აცხადებენ, რომ მხარდამჭერების უსაფრთხოების მიზნით, შაბათს და კვირას დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
ამ ფონზე, პრეზიდენტი ობამა ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ხმის მიცემის ადრეულ პროცესში მიიღო მონაწილეობა. ამერიკაში თითოეულ შტატს საკუთარი საარჩევნო კანონი აქვს. მათი ნაწილი ამომრჩეველს საშუალებას აძლევს სასურველ კანდიდატს ხმა არჩევნებამდე გარკვეული ვადით ადრე მისცეს. ობამამ საარჩევნო ბიულეტენი გუშინ შეავსო და კანდიდატებს ხმა რეგისტრაციის ადგილზე, ჩიკაგოში მისცა.
XS
SM
MD
LG