ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ ტრამპის განკარგულება დაბლოკა


თეთრმა სახლმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება , რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, „თავშესაფარ იურისდიქციებისთვის“ დაფინანსების შეჩერების დირექტივას ბლოკავს. „თავშესაფარი იურისდიქციები“ შეერთებული შტატების საიმიგრაციო აგენტებთან თანამშრომლობას ზღუდავენ.

თეთრი სახლის გუშინდელი განცხადება ამბობს: „სან-ფრანცისკო და მისი მსგავსი ქალაქები კრიმინალი უცხოელების კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე წინ აყენებენ და ქალაქების იმ ოფიციალურ პირებს, ვინც ასეთი წესები შემოიღო, ხელებზე გარდაცვლილი ამერიკელების სისხლი აქვთ.“

ეს რეაქცია შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლის, უილიამ ორიკის დროებით გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ძალაში იქამდე იქნება, სანამ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულებაში არსებული პირობის შესახებ სარჩელი სასამართლომდე არ მიაღწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG