ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს


გამოსვლები ამერიკაში

შეერთებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში ხელს მოაწერს განახლებულ მოგზაურობის აკრძალვის ბრძანებას. ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ახალი ბრძანების დეტალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დეპორტაციების რაოდენობა გაიზრდება და საიმიგრაციო რეგულაციები გამკაცრდება.

ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვას ცდილობს. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, საიმიგრაციო პოლიტიკა უფრო აგრესიულად იქნება გატარებული.

„ინფორმაცია, აღმასრულებელი ბრძანების სასაზღვრო უსაფრთხოებასა და საიმიგრაციო სამსახურის გაუმჯობესების შესახებ მოიცავს იმ ნაბიჯებს, რომელსაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მიიღებს რათა ქვეყნის სამხრეთი საზღვარი დაიცვას და არალეგალური იმიგრაცია თავიდან აიცილოს. ხოლო არალეგალური იმიგრანტები სახლში დააბრუნოს სწრაფად, თანმიმდევრულად და ჰუმანურად“, - განაცხადა შონ სპაისერმა, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა.

ახალი რეგულაციები აჩქარებს დეპორტაციის პროცესს და ზრდის იმ ხალხის სიას, რომელთა დეპორტაციაც იგეგმება, ამასთან ერთად ზრდის ადგილობრივი სამართალდამცავების რაოდენობას. ახალი რეგულაციები დამატებით 15,000 საიმიგრაციო ოფიცრის დაქირავებას ითვალისწინებს. თეთრი სახლის თქმით, მათი მიზანი მასობრივი დეპორტაციები არ არის.

„თეთრი სახლის და უსაფრთხოების დეპარტამენტის მესიჯი არის ის, რომ პირველ რიგში წასვლა მოუწევთ იმათ, ვინც ჩვენს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან, ან დანაშაული აქვთ ჩადენილი. ჩვენ აგრესიულად ვეცდებით ამის პრაქტიკაში გატარებას,“ - განაცხადა შონ სპაისერმა.

აღნიშნული რეგულაციები საფრთხეს არ უქმნის „ბავშვთა მიღების“ პროგრამას. ის ასევე გარკვეული ჯგუფის უსაბუთო იმიგრანტებს მუშაობის ნებას რთავს, თუმცა მათ ლეგალურ სტატუსს არ აძლევს. ახალი რეგულაციების გამოცხადებასთან ერთად, პრეზიდენტი მუშაობს სხვა ტიპის სამოგზაურო აკრძალვაზე, რომელიც დროებით ჩაანაცვლებს წინა ბრძანებას, რაც სასამარლოების მიერ იქნა შეჩერებული.

ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვა, რომელიც გასული თვის ბოლოს გამოქვეყნდა შვიდ ქვეყანას შეეხებოდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის აღმსარებელია. აღნიშნულმა ბრძანებამ ამერიკის აეროპორტებსა და დიდ ქალაქებში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. თეთრი სახლის თქმით, ტრამპი ამ ბრძანებას არ გააუქმებს.

„ჩვენ გავიმარჯვებთ ვინაიდან პრეზიდენტს აქვს იმის უფლებამოსილება გააკეთოს ის რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, - განაცხადა შონ სპაისერმა.

XS
SM
MD
LG