ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალაჰ აბდესლამის ექსტრადიცია დროებით შეაჩერეს


სალაჰ აბდესლამის ბელგიელი ადვოკატი სვენ მარი
სალაჰ აბდესლამის ბელგიელი ადვოკატი სვენ მარი

პარიზში 2015 წელს მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი ბელგიაში რჩება. მისი საფრანგეთში ექსტრადირება რამდენიმე კვირით გადაიდო. დღეს ადვოკატმა განაცხადა, რომ აბდესლამის ექსტრადირება არ მოხდება მანამ, ვიდრე მისი კლიენტი ბრიუსელში რეიდის დროს მომხდარ სროლებთან დაკავშირებით არ დაიკითხება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აბდესლამს “საგანგებო დანიშნულების მქონე გლობალურ ტერორისტად” მიიჩნევს, რომელიც დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” ოპერატიული მუშაკია. მას 4 თვის მანძილზე ეძებდნენ და ბელგიაში 18 მარტს დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG