ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული, საგანგებო გამოყენებისთვის, კოვიდ-19-ის სამკუნალო პრეპარატს ამტკიცებს


ექიმებს შეუძლიათ გამოიყენონ კორეული ფარმაცევტული მწარმოებლის „Celltrion Inc”-ს ანტისხეულებით მკურნალობის საშუალებები პაციენტებზე, რომელთა სიცოცხლე საფრთხეშია - ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამინისტრომ CT-P59 დაამტკიცა. უწყებამ საკუთარ ვებ-გვერდზე მედიკამენტით პაციენტების მკურნალობის გზამკვლევი გამოაქვეყნა.

უწყების გზამკვლევის მიხედვით, პაციენტები რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, შეუძლიათ მიიღონ მედიკამენტები, რომელთა გამოცდა ჯერ ისევ მიმდინარეობს.

კომპანია „Celltrion Inc“, მედიკამენტის კლინიკური გამოცდის მეორე და მესამე ფაზაზეა და წლის ბოლომდე საგანგებო ნებართვის მიღების იმედი აქვს.

სამხრეთ კორეის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პირველ პაციენტებს მედიკამენტით მკურნალობა უახლოეს პერიოდში ჩაუტარდებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG