ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ოპოზიციის წინააღმდეგ რეიდები დაიწყეს


რუსეთში პოლიციის რეიდების ახალი ტალღა დაიწყო. დღეს მათი სამიზნე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ათობით მომხრე გახდა. დაკავებები, ერთდროულად, რუსეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა.

ოფიციალური ვერსიით, პოლიციის რეიდები ნავალნის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. თუმცა, ოპოზიციონერის მომხრეები ამბობენ, რომ ამით, პოლიციას სურდა მოძრაობის რეგიონული ოფისის პარალიზება.

რეიდების ჩატარების დრო დამეთხვა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების წარმატებას. კანდიდატები დიდხანს იბრძოდნენ, რომ საარჩვენო სიაში მოხვედრილიყვნენ.

„დღევანდელი მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები არის მცდელობა იმისა, რომ როგორმე ჩაერიონ გარდაუვალ სცენარში“,- დაწერა ფეისბუქზე ლეონიდ ვოლკოვმა, ნავალნის პარტიის უფროსმა სტრატეგოსმა. „ეს მცდელობა სევდიანი და უიმედოა“- თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG