ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის მომხრე დელეგატებმა წარუმატებლობა იწვნიეს


კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა რუსეთის ადგილობრივ არჩევნებში მარცხი განიცადეს.

ბიულეტენების უმეტესი ნაწილი შეჯამებულია. კრემლის პოლიტიკის მომხრე კანდიდატებმა მოსკოვის საქალაქო საბჭოში მესამედზე მეტი ხმები დაკარგეს, რაც იმას ნიშნავს რომ ოპოზიციის გეგმამ წარმატებით იმუშავა. ისინი შეეცადნენ კრემლის ოპონენტების ირგვლივ, ხმების კონსოლიდაცია მოეხდინათ.

ალექსეი ნავალნი: ჩვენ გამარჯვებად აღვიქვამთ ნებისმიერ ზომას, რომელიც "ერთიანი რუსეთის" კანდიდატებს შეამცირებს. წინა არჩევნებზე, მათ 45 მანდატიდან 40 მოიპოვეს. ახლა ერთით ნაკლები მაინც რომ შეხვდეთ, ეს უკვე კარგია. თუმცა, იმედი გვაქვს, მათზე მეტი ზეწოლის საშუალება მოგვეცემა" - თქვა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

რუსეთის საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატთა უმრავლესობა თავიდანვე არ დაუშვა. კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი ხელმომწერთა რაოდენობა ვერ შეკრიბეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG