ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი დეპუტატი მაგადანიდან გასროლით გარდაცვლილი იპოვეს


რუსი კანონმდებელი, შორეული აღმოსავლეთის ქალაქ მაგადანიდან, რომელიც ბრაკონიერობის საქმეში ფიგურირებდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების კომიტეტმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ალექსანდრ კრამარენკო საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების განცხადებით, ისინი სწავლობენ დანაშაულის ადგილს, კამერების ჩანაწერებს და დაკითხავენ მის ნათესავებს და კოლეგებს.

მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიამ მომხდარზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთი ფოტოზე, რომელიც გავრცელდა, ჩანს კრამარენკო, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და 200 იშვიათი სახეობის გარეული იხვით გაკეთებულ წარწერა „კამჩატკა 2021“-თან დგას.

გამოძიების თქმით, ზარალი 10,000 დოლარს შეადგენს.

59 წლის დეპუტატი უარყოფდა, რომ ფოტოზე ის იყო გამოსახული, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ იხვები, სანადირო სკოლის სათამაშოებია და არა ცოცხალი ფრინველები.

„ერთიანმა რუსეთმა“ კრამარენკოს წევრობა მას შემდეგ შეუჩერა, რაც გამოძიება დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG