ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ომის საბაბის შექმნას ცდილობს - სენატორი რიში


შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ამბობს, რომ უსაფრთხოების წინადადებები, რომელიც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრის თობაზე დასავლეთის განგაშის საპასუხოდ წარმოადგინა, იმის ნათელი ნიშანია, რომ რუსეთი „ომის საბაბის შექმნას ცდილობს.“

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ რუსეთის წინადადებები არა უსაფრთხოების შეთანხმებები, არამედ იმ დათმობების სიაა, რომელზეც შეერთებული შტატები და ნატო უნდა წავიდნენ, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დააშოშმინონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 17 დეკემბერს წარმოდგენილი წინადადებები მოუწოდებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება შეწყდეს და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის საქმიანობა, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობა შეიზღუდოს.

„რუსეთის ფედერაციამ ყველა ეს მოთხოვნა გააჟღერა იმის სრული გაგებით, რომ მათი მიღება შეუძლებელია“, თქვა სენატორმა. რიში ბაიდენის ადმინისტრაციას და ყველა ნატოელ მოკავშირეს მოუწოდებს მოთხოვნები უარყონ, მაგრამ თქვა: ალიანის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ უარს, პუტინი სამხედრო ძალის გამოყენების გასამართლებელ მიზეზად გამოიყენებს. მან კონგრესს და ადმინისტრაციას მოუწოდა იმოქმედონ მანამდე, სანამ რუსეთი ვითარების შემდგომ ესკალაციას მოახდენს.

ევროპაში, გერმანელმა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ევროკავშირის გაფრთხილება, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი უფრო მკაცრი სანქციების პირისპირ აღმოჩნდება. მან ასევე თქვა, რომ ასეთი ქმედება ბერლინს უკარნახებს „ჩრდილოეთის ნაკად 2“- გაზის მილსადენის თაობაზე რუსეთთან თანამშრომლობის საკითხს გადახედოს.

ევროკავშირმა რუსეთს დეესკალაციისკენ და კონფლიქტის თობაზე დიპლომატიური ძალისხმევის განახლებისკენ დაჟინებით მოუწოდა. თავდასხმის შემთხვევაში კი, ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, ახალი ძლიერი სანქციებით იმუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG