ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი დისიდენტები პუტინის წინააღმდეგ "უფრო გადამჭრელ" ქმედებებს ითხოვენ


რუსი დისიდენტები დასავლეთს დაჟინებით მოუწოდებენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ უფრო მკაცრად იმოქმედონ. ისინი ამბობენ, რომ კრემლის წინააღმდეგ უფრო გადამჭრელი სტრატეგიის მიღება დასავლეთის ინტერესებშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში დასავლეთს უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევს.

ინგლისის ქორნვოლში დიდი შვიდეულის უმაღლეს დონეზე შეხვედრისდა და ჟენევაში 16 ივნისისთვის დაგეგმილ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის წინ, რუსეთის ლიდერის ოპონენტები აძლიერებენ თხოვნებს, რომ დასავლეთმა უფრო პირდაპირი სტრატეგია აირჩიოს კრემლის იმის გამო დასასჯელად, რომ რუსეთში უკმაყოფილოთა მიმართ რეპრესიებს აძლიერებს და დასავლური ალიანსის დესტაბილიზაციას ცდილობს.

“რუსეთის ცვლილების ტვირთი რუსების მხრებზეა. ეს მონუმენტურია. ეს საშიშია”, თქვა ვლადიმირ აშურკოვმა, ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტი-კორუფციული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

“მაგრამ არის რამდენიმე ზომა, დასავლეთს შეუძლია და უნდა მიიღოს რათა ცვლილებების მეტი შესაძლებლობა შექმნას და ეს საქმე არა ალტრუიზმის, არამედ საკუთარი ინტერესების გამო წინ წაწიოს.” აშურკოვის მოწოდება ლონდონის “თაიმსში” გამოქვეყნდა.

დასავლეთის სახელმწიფოებმა კრემლს ბრალი შეერთებული შტატების და ევროპის არჩევნებში ჩარევაში და დეზინფორმაციის კამპანიების გაჩაღებაში დასდეს, რომელიც ნატოს ქვეყნებში პოლიტიკური და სოციალური დაყოფისთვის იყო გამიზნული. კრემლს ბრალი დასდეს ასევე კიბერ-თავდასხმებში და ევროპაში გასახლებული პუტინის მოწინააღმდეგეების მიზანმიმართულ მკვლელობებში. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.

რუსმა დემოკრატმა ლიდერმა, ვლადიმირ კარა-მურზამ, რომელიც “ვაშინგტონ პოსტში” წერს, თქვა, რომ რუსეთის შეცვლა რუსების საქმეა, მაგრამ “პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები მოსკოვის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა - და ამ კვირაში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი [რომელიც საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის რიცხვს უკვე აჭარბებს] კიდევ გაიზარდა.

მომავალ კვირაში ბაიდენ-პუტინის შეხვედრის წინ რუსი დისიდენტების მიმართვა იმ დროს მოხდა, როდესაც გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ კრემლმა გერმანიაში ფარული ჩარევა ცივი ომის დროის დონეებამდე გაზარდა. კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის პრეზიდენტმა თომას ჰოლდენვანგმა ლონდონის “თაიმსს” უთხრა, რომ “პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებთან კონტაქტების დასამყარებლად” მოსკოვმა “აგენტების დიდი რაოდენობა” გამოყო და გერმანია მზარდად ხდება რუსული დაზვერვის, დეზინფორმაციის და ლობისტური კამპანიების სამიზნე.

გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი იყენებენ ყველა ხერხს რათა დასავლეთის ქვეყნებს შორის უთანხმოება დათესონ. მან თქვა, რომ ამ ქვეყნების ტაქტიკა, ადრინდელთან შედარებით უფრო უხეში და დაუნდობელი ხდება.

გასულ წელს, გერმანიის ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც ქართველი მეამბოხე მებრძოლი ბერლინში მიზანმიმართულად მოკლა და თქვეს, რომ მკვლელობის ბრძანება მოსკოვმა გასცა. ეთნიკურად ჩეჩენი, ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში და რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა, გერმანიის მთავრობამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, მედიასთან ინტერვიუში თქვა: “ჩვენ ავირჩევდით, რომ რუსეთთან უფრო სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა გვქონოდა. ჩვენ ეს ნათლად გამოვხატეთ. მაგრამ ასევე ნათლად გამოვხატეთ, რომ თუ რუსეთი ჩვენს ან ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მიმართებაში აგრესიულ ან უპასუხისმგებლო ქმედებას აირჩევს, ჩვენ პასუხს გავცემთ.”

ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენი პუტინს ხვდება “არა ამ აგრესიის, თავდასხმების მიუხედავად, არამედ ამის გამო, რათა მას პირდაპირ და ნათლად უთხრას, რას უნდა მოელოდეს შეერთებული შტატების მხრიდან, თუ ჩვენს მიმართ აგრესიული, უპასუხისმგებლო ქმედებები გაგრძელდება.”

მან უარი თქვა მიენიშნებინა, დაგეგმილი შეხვედრის შედეგის მიმართ ოპტიმისტურად თუ იყი განწყობილი.

გასულ თვეში, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსი დისიდენტების და მათი დასავლელი მხარდამჭერების კრიტიკა მიიღო იმის გამო, რომ გააუქმა ამერიკული სანქციები იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც “ნორდ სტრიმ 2”-ის გაზსადენს ამთავრებენ.

ორშაბათს, ბლინკენმა კონგრესის პანელს უთხრა, რომ11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენის დასრულება “ფეით ეკომპლი” [შემდგარი ფაქტი] იყო, მაგრამ თქვა, რომადმინისტრაცია პასუხს გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გაზსადენის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ეცდება. შეერთებული შტატების რამდენიმე ადმინისტრაცია”ნორდ სტრიმ 2”-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, რადგან შიშობდა, რომ ის ევროპის რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულებას გაზრდის.

გაზსადენის 95 პროცენტი დასრულებულია და ის რუსეთს საშუალებას მისცემს დასავლეთ ევროპის ბაზარს, გაზი უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს, რაც უკრაინას ტრანზიტის გადასახადს წაართმევს. გასულ კვირაში, მაშინვე, როგორც კი გამოაცხადა, რომ გაზსადენის პროექტი თვეების განმავლობაში დასრულდებოდა პუტინი დაიმუქრა, რომ უკრაინას რუსული გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. სანკტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა თქვა, რომ გაზის მიწოდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მხრიდან მოსკოვის მიმართ “კეთოლგანწყობის” ჩვენებაზე იქნება დამოკიდებული

Facebook Forum

XS
SM
MD
LG