ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს კოსმონავტთა ფორმები უკრაინის დროშის ფერებით არ იყო შთაგონებული


რუსი კოსმონავტები (ყვითელ ფორმებში) საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. 18 მარტი, 2022 წ.

რუსი კოსმონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩასვლის ფოტოები და ვიდეოკადრები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ ყვითელი ფორმები ეცვათ, ლურჯი დეტალებით. ბევრმა ეს უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვის ფორმად აღიქვა, რაც შაბათს რუსმა კოსმონავტებმა სწრაფადვე უარყვეს.

კოსმონავტმა ოლეგ არტემიევმა თქვა, რომ კოსმონავტები ფორმას გაფრენამდე დიდი ხნით ადრე ირჩევენ, რადგან თითოეული კოსტიუმი ინდივიდუალურ ზომებზე იკერება. მათ ეს ფორმები დაახლოებით 6 თვის წინ შეარჩიეს.

ვინაიდან ჯგუფის 3 წევრი ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, კოსმონავტებმა ამჯერად ფერები სწორედ პრესტიჟული უნივერსიტეტის გამო ამოირჩიეს.

"იმის მიუხედავად, რომ კოსმოსში ვართ, ჩვენ ვდგავართ ჩვენი პრეზიდენტის და ხალხის გვერდში" - თქვა არტემიევმა "ტელეგრამის" გვერდზე.

მისი თქმით, ზოგჯერ "ფერი უბრალოდ ფერია. ის არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინასთან", მითუმეტეს რომ ყვითელი მზესთან ასოცირდება და ლურჯი ცასთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG