ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხოდორკოვსკის განაჩენიდან მხოლოდ 2 თვე აკლდება


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს მისჯილი 11 წლიდან მხოლოდ 2 თვე მოუხსნეს

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ ყოფილ ნავთობ-მაგნატ მიხეილ ხოდორკოვსკის და მის ბიზნეს-პარტნიორ პლატონ ლებედევს განაჩენი შეუმსუბუქა. 11-წლიანი პატიმრობიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულებს მხოლოდ 2 თვე მოაკლო. შესაბამისად, ისინი სასჯელს 10 წლის და 10 თვის განმავლობაში მოიხდიან.

ხოდორკოვსკის და ლებედევის ადვოკატები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ უზენაესი სასამართლოს განაჩენი არ აკმაყოფილებთ და გასაჩივრებას გეგმავენ. ხოდორკოვსკის, იმ პერიოდში რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს 2005 წელს ბრალი კორუფციაში და თაღლითობაში დასდეს. 2010 წელს კი ამ ბრალეულობას ფულის გათეთრების და გაფლანგვის დანაშაულიც დაემატა. ხოდორკოვსკის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
XS
SM
MD
LG