ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოუვიდა რუსეთის ოპოზიციას?


მოსკოველების ერთ ნაწილს, მიაჩნია, რომ დროა ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდეს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:56 0:00
ბმული

გასულ წელს ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციების ლიდერი იყო. წელს პუტინმა მას სამაგიერო გადაუხადა.

ნავალნი ხე-ტყის ნედლეულის მოპარვის ბრალდებით ორი კვირის წინ გაასამართლეს. სასამართლომ მას თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა მიუსაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ოპოზიციონერი ციხეში იქნება.

ამის შემდეგ კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა - სასამართლოდან ერთი დღის შემდეგ ნავალნი ციხიდან გაათავისუფლეს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

კარნეგის მოსკოვის ცენტრის პოლიტიკური მიმომხილველი ლილია შევცოვა ამბობს:

„მათ უნდათ მოსკოვის არჩევნები ლეგიტიმურად ჩაატარონ. ამით, სერგეი სობიანინს ლეგიტიმურობა შეემატება. ნავალნის არჩევნებში მონაწილეობით სობიანინს ღირსეული ოპონენტი ეყოლება.“

სობიანინი, რომელიც წარსულში პუტინის აპარატის უფროსი იყო, მოსკოვის მერად სამი წლის წინ დაინიშნა. წელს მას ამ ტიტულის მოპოვება სურს და 8 სექტემბერს არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს.

სობიანინს მოსკოვის მოსახლეობა მხარს უჭერს მის მიერ განხორციელებული ქალაქის კეთილმოწყობის პროექტების გამო. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი კი ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობის აკრძალვაა.

ვაგან დავიდიანცი იურისტია, რომელის ოფისიც ერთ-ერთ ასეთ ქუჩაზე მდებარეობს:

„ჩემი აზრით, მას კიდევ ოთხი წელი უნდა მივცეთ იმისთვის, რომ დაასრულოს ის, რაც დაიწყო. ორი წელი ამ საქმისთვის საკმარისი არ არის. ვაპირებ ხმა მას მივცე.“

ტაქსის მძღოლ ჯულია ზუევას მოსწონს ის ცვლილებები, რომლებიც ქალაქში ხორციელდება.

მისი თქმით, სობიანინი კარგი მმართველია, რადგან წარსულში რუსეთის ერთ-ერთ ნავთობით მდიდარ რეგიონს განაგებდა. გარდა ამისა, ის მოსკოვშიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

თუმცა ჯულიასგან განსხვავებით, მოსკოველების ერთ ნაწილს, მიაჩნია, რომ დროა ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდეს. მარია ნავალნის მხარდამჭერია.
ის ამბობს, რომ ნავალნის მხარს უჭერს მისი ანტი-კორუფციული შეხედულებების გამო. გარდა ამისა, მარიას თქმით, ის „ნამდვილი ადამიანის“ შთაბეჭდილებას ქმნის.

იგორ ტარასოვი, ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს. ის ნავალნისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მოსკოვის ქუჩებში ბროშურებს არიგებს. კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას კი ის ასე ხნის:

"ნავალნის ხელისუფლებაში მოსვლით რუსეთი უფრო გამჭვირვალე, უფრო ღია და უფრო მეტად პრო-დასავლური ქვეყანა გახდება."

ჩვენთან საუბრის შემდეგ ტარასოვი პოლიციამ გააჩერა და მას ბროშურების დარიგება აუკრძალა.

მოგვიანებით "ამერიკის ხმამ" ტარასოვს პოლიციასთან მისი საუბრის შესახებ ჰკითხა. აღმოჩნდა, რომ თავიდან პოლიციელს მისი დაკავება უნდოდა, მაგრამ შემდეგ დათმობაზე წავიდა და კამპანიას განუცხადა, რომ ბროშურების დარიგების უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს ექნებოდა.

ვლადიმირ პუტინის რუსეთში ძველი ჩვევები რთულად ავიწყდებათ. მოსკოვის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამის გამო, მოსკოვის მერის არჩევნების დასრულების შემდეგ ნავალნის ისევ დააპატიმრებენ.
თუმცა ამჯერად, ის ციხეში სავარაუდოდ ასობით ათასი ადამიანის მიერ მისი მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემდეგ წავა. ამან კი შესაძლოა რუსეთში ოპოზიციას დამატებითი მუხტი და ძალა მისცეს.
XS
SM
MD
LG