ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ-ინდური სამხედრო თანამშრომლობა


ვლადიმირ პუტინმა დელისთან რამდენიმე მილიარდის ხელშეკრულება გააფორმა

ინდოეთმა და რუსეთმა თავდაცვის სფეროში რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს. ინდოეთი თანახმაა რუსეთისგან 71 ერთეული სამხდერო ვერტმფრენი შეიძინოს.

დელი ასევე შეისყიდის სამხედრო აღჭურვილობას, რომელსაც ავიაგამანდგურებლების მშენებლობისთვის გამოიყენებს. ვერტმფრენების ფასი 1,3 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობის კი 1.6 მილიარდს.

ამის შესახებ შეთანხმება პრეზიდენტმა პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგხმა დელიში გააფორმეს. „რუსეთი ჩვენი მთავარი პარტნიორია ჩვენი სამხედრო ძალების მოდერნიზაციის და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების საქმეში,“ - განაცხადა მანმოჰან სინგხმა.
XS
SM
MD
LG