ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სამხრეთ სუდანს აკრიტიკებს


რუსეთი გაეროს შვეულმფრენის ჩამოგდებაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს

რუსეთმა სამხრეთ სუდანის მთავრობას მოუწოდა მკაცრად დასაჯოს გაეროს შვეულმფრენის ჩამოგდებაში დამნაშავე პირები, რომელსაც რუსული ეკიპაჟი მართავდა.
შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ სუდანის ხელისუფლება გააფრთხილა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა.
სამხრეთ სუდანის მთავრობამ გაეროს ვერტმფრენის ჩამოგდება სამხედროების შეცდომით ახსნა, რომლებმაც ის მეამბოხეთა იარაღით მომარაგების შვეულმფრენად მიიჩნიეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მკაცრად დაგმო ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ შვეულმფრენს მკაფიოდ ეტყობოდა ამ ორგანიზაციის ამოსაცნობი ნიშანი.
XS
SM
MD
LG