ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა


ინვესტიციებზე უკრაინის კრიზისის გავლენის გამო, რუსეთის 2014 წლის ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტიდან 0.2 პროცენტამდე დაეცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ რუსეთი რუსეთი რეცესიაში იმყოფება და ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი ნიშნით ფიქსირდება.

ფონდმა დღეს განაცხადა, რომ, ინვესტიციებზე უკრაინის კრიზისის გავლენის გამო, რუსეთის 2014 წლის ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტიდან 0.2 პროცენტამდე დაეცა.

სავალუტო ფონდის ეკონომისტმა ანტონიო სპილიმბერგომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასკვნის გაკეთებისას, გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან და სანქციებთან დაკავშირებული, „გაურკვევლობის მნიშვნელოვანი დონე“ იქნა მხედველობაში მიღებული.

გასულ კვარტალთან შედარებით, წლის პირველი სამი თვის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა 0.5 პროცენტით შემცირდა. 2015 წლისთვის, სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 1 პროცენტით ზრდას ვარაუდობს. ადრინდელი პროგნოზი 2.3 პროცენტი იყო.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მეორე კვარტალში, ეკონომიკა შესაძლოა რეცესიაში გადავიდეს.
XS
SM
MD
LG