ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ


ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია

რუსეთის განცხადებით, ვოლგოგრადში ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 34 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათობით ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არავის აუღია.
გუშინდელი ტერორისტულის აქტის დროს ერთი ბომბი ტროლეიბუსში აფეთქდა. აფეთქების დროს 16 დამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. მანამდე აფეთქება მოხდა ვოლგოგრადის მთავარი სარკინიგზო სადგურის უსაფრთხოების შესასვლელთან, რომელსაც 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესცენტრის მდივნის ვლადიმირ მარკინის განცხადებით:

„ასაფეთქებელი მოწყობილობა , რომელიც ტროლეიბუსში ამოქმედდა ოთხ კილოგრამ ტროტილს შეიცავდა და რკინიგზის სადგურზე მომხდარი ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვივალენტური იყო. ორივე მოწყობილობის შემადგენლობის იდენტურობა მიგვანიშნებს, რომ ორივე ტერორისტული აქტი ერთმანეთთან კავშირშია."

კრემლი აცხადებს, რომ ორშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყნის ანტიტერორისტულ სააგენტოს უბრძანა, ვოლგოგრადისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს.
XS
SM
MD
LG