ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება


„ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ“ - აცხადებს ანტისამთავრობო მიტინგზე ვიტალი კლიჩკო

რუსეთმა უკრაინას პირველი 3-მილიარდიანი ტრანში გადაუგზავნა. ეს ფინანსური სტიმულირების პაკეტის მხოლოდ მცირე ნაწილია. კრემლი მძიმე მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ეკონომიკის დახმარებასთან ერთად, კიევის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

დღეს მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი უკრაინელ კოლეგა, მიკოლა აზაროვს შეხვდა. მედვედევის განცხადებით, რუსეთმა უკვე შეიძინა უკრაინის ცენტრალური ბანკის ბონდების ნაწილი. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი უკრაინას 15 მილიარდის ოდენობის ფინანსური სტიმულირების პაკეტს გადასცემს და ბუნებრივი აირს მესამედ ფასში მიაწვდის.

პარალელურად, უკრაინის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. „ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ“ - აცხადებს ანტისამთავრობო მიტინგზე ვიტალი კლიჩკო, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი: „ახალ წელს აქ ავღნიშნავთ. აქ ვიქნებით ჩვენი ოჯახებით შობის დღესაც“.
XS
SM
MD
LG