ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი: ბირთვული იარაღის ინსპექტირების განახლების შესახებ აშშ-ის მოთხოვნა "ცინიკურია"


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის დახმარების პარალერულად, „ახალი სტარტის“ ფარგლებში ინსპექტირების განახლების მოთხოვნა „ცინიკურია“.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, რუსეთის მიმართ ვაშინგტონის ქმედებები ორ ბირთვულ ძალას შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების „რეალურ რისკს“ ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„აშშ-ის მოთხოვნები რუსულ ობიექტებზე ინსპექტირების განახლების შესახებ აშკარად ცინიკურია“ - ნაქთვამია „რია ნოვისტის“ მიერ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ახალი სტარტი“ ეს არის ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმება. ის ზღუდავს ბირთვული ქობინების რაოდენობას, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეიძლება განალაგოს, ასევე სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტების განლაგებას.

ხელშეკრულება ძალაში 2011 წელს Sევიდა, 2021 წელს კი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების ფარგლებში ინსპექტირების განახლების შესახებ მოლაპარაკებები, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, გასული წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო მომენტში ჩაიშალა.

გასულ კვირას, რუსეთმა განაცხადა, რომ მას ხელშეკრულების შენარჩუნება სურს, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღების კონტროლის მიმართ აშშ-ის ქმედებებს „დესტრუქციულს“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG