ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკას ინფორმაციაზე უარი უთხრა


ბოსტონის მარათონზე მომხდარ ტერორისტულ აქტამდე 2 წლით ადრე რუსეთმა ამერიკას ცარნაევზე მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარი განუცხადა

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთმა რამდენიმე წლის წინ ამერიკელ გამომძიებლებს უარი უთხრა მიეწოდებინა ინფორმაცია ტამერლან ცარნაევზე. საუბარია ბოსტონის მარათონზე მომხდარ ტერორისტულ აქტამდე ორი წლით ადრე მოთხოვნილ ინფორმაციაზე ამჟამად ეჭვმიტანილი პირის შესახებ.

გაზეთი იუწყება, რომ 2011 წელს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არ დააკმაყოფილეს შეერთებული შტატების გამოძიებათა ფედერალური ბიუროს თხოვნა წარმოშობით ჩეჩენ ცარნაევთან დაკავშირებით. რუსეთმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ტამერლანი მორწმუნე და რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო, თუმცა გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა.

ჯოხარ და ტამერლან ცარნაევები შეერთებულ შტატებში ჩეჩნეთდან გადმოვიდნენ. მათ ბრალი ბოსტონის მარათონზე მოწყობილ ტერორისტულ აქტში ედებათ, რომელშიც 3 ადამიანი დაიღუპა და 260 დაიჭრა. ტამერლანი პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა, ჯოხარი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს. ის ამჟამად ფედერალურ ციხეში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელის.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG