ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცარნაევის ადვოკატები რთული ამოცანის წინაშე არიან


ადვოკატთა ჯგუფი სიკვდილმისჯილთა ცნობილი უფლებადამცველის, დევიდ ბრუკის საქმეში ჩართვას ითხოვს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00
ბმული

ბოსტონის მარათონის ტერაქტის მოწყობის საქმეში ეჭვმიტანილ ჯოჰარ ცარნაევის ადვოკატებმა ორშაბათს ამერიკის ფედერალურ სასამართლოს ბოსტონში მიმართეს, რომ დაცვის ჯგუფში სიკვდილით დასჯის სპეციალისტი, ექსპერტი დევიდ ბრუკი შეიყვანონ. ადვოკატები ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ სასამართლომ მათი 19 წლის კლიენტის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი არ გამოიტანოს.


ჯოჰარ ცარნაევი ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანის მკვლელობაში, 260-ზე მეტი ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაში და ასევე 15 აპრილს აყვანის ოპერაციის დროს პოლიციასთან შეტაკებაშია ეჭვმიტანილი. თუ მას ეს ბრალდებები დაუმტკიცდა, შესაძლოა ცარნაევი სიკვდილით დასაჯონ.


მისმა ადვოკატებმა, მათ შორის, ბოსტონის მთავარმა სახალხო დამცველმა მირიამ კონრადმა და სიკვდილით დასჯის ექსპერტმა ჯუდი კლერკმა ორშაბათს შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ ამ საქმეში არსებული მასალები, სამართალდამცავების მიერ ათასობით ადამიანის გამოსახულება რომლებიც ფირნიშზე იდგნენ და მოწმეები, რომლებმაც ჩვენება მისცეს როგორც შეერთებულ შტატებში ისე საზღვარგარეთ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ, რადგან საქმის მსვლელობისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ.


„ადვოკატი მოელის, რომ ამ საქმის გახსნის მნიშვნელოვანი წილი გამოძიების სამართლიანად ჩატარებაზე მოდის“ - სწორედ ასე ჩაწერეს შუამდგომლობის წერილში ადვოკატებმა. ცარნაევის ადვოკატების წინაშე მაინც ძალიან მძიმე ამოცანა დგას.


სამართლის პროფესორი და ვაშინგტონის და ლიის სამართლის უნივერსიტეტის სკოლის ვირჯინიის შტატის სისხლის სამართლის საქმეების საინფორმაციო ცენტრის დირექტორს დევიდ ბრუკს სიკვდილმისჯილთა დაცვის სფეროში მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.


მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს შორის იყო პირი, რომელმაც 1986 წელს ყარაჩიდან, გაიტაცა ნიუ იორკის კუთვნილი საჰაერო ხომალდი, რომელიც რეისს პანამაში ასრულდება და ასევე სასამართლოზე იგი იცავდა 1998 წელს კენიის დედაქალაქ ნაირობიში შეერთებული შტატების საელჩოს დაბომბვაში ბრალდებულებს.


ბრუკს ცარნაევის საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით თანხმობა არ განუცხადებია.


ჯოჰარ ცარნაევს და მის 26 წლის გარდაცვლილ ძმას ტამერლანს, ბრალი ედებათ თვითნაკეთი დისტანციური ბომბების მარათონის ფირნიშზე დამონტაჟებაში. ბომბების აფეთქების მომენტში ადგილზე ათასობით მაყურებელი და სპორტსმენი იმყოფებოდა, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე ძლიერი მასშტაბური ხასიათის თავდასხმა იყო.


დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. რესტორნის მენეჯერი, 29 წლის კრისტლი კემპბელი, 23 წლის სტუდენტი ლინ გზი ლი, და რვა წლის ბავშვი მარტინ რიჩარდი. მასაჩუსეტსის შტატის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პოლიციის ოფიცერი შონ კალიერი ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ მოკლეს - წერია საბრალდებო დასკვნაში.
XS
SM
MD
LG