ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცარნაევების ოჯახი ამერიკაში ჩამოსვლას ნანობს


Pictured is Tamerlan (C, bottom) Tsarnaev, accompanied by his father Anzor (L), mother Zubeidat and uncle Muhamad Suleimanov (R), in this photo courtesy of the Suleimanova family.
Pictured is Tamerlan (C, bottom) Tsarnaev, accompanied by his father Anzor (L), mother Zubeidat and uncle Muhamad Suleimanov (R), in this photo courtesy of the Suleimanova family.

ძმებმა ცარნაევებმა ამერიკული ოცნების ახდენის ნაცვლად ბოსტონში ტერაქტი მოაწყეს

ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავების ოპერაციის დროს პოლიციამ დაჭრა, უკვე გამოჯანმრთელდა, შეუძლია სიარული და დაღესტანში მყოფ საკუთარ დედასთან დაკავშირება. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ბრაიან პადენნმა ინტერვიუ ცარნაევების ოჯახთან დაახლოვებულ ჟურნალისტს ჩამოართვა.

„ვოლ სტრიტ ჯორნალის“ მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტი ალან კულიზონი ცარანაევების ოჯახს 2003 წლიდან, ბოსტონის ტერაქტამდე დიდი ხნით ადრე იცნობდა. ძმებ ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებს ბრალი წაუყენეს ბოსტონის მარათონის მიმდინარეობის დროს ასაფეთქებელ მოწყობილობის დამონტაჟებისთვის, რომლის შედეგად სამი პირი გარდაიცვალა, და 260 ადამიანს ზიანი მიაყენა. ჟურნალისტი ამბობს, რომ იმ პერიოდში როდესაც მან ცარნაევების ოჯახი გაიცნო, ტამერლანს რადიკალური ისლამისტური შეხედულებები არ ჰქონდა.

ალან კულიზონის: ამ ოჯახს ამერიკაში ცხოვრების შესახებ ჩვეულებრივზე მეტი მოლოდინი ჰქონდა, საკმაოდ დიდი ამბიციებით - ყველა ბავშვს ჰარვარდში სურდა სწავლა. ასევე მათ გეგმაში დიდი ფულის შოვნა, მდიდრული სახლის ყიდვა და ძვირადღირებული მანქანები შედიოდა.

უფროსი ძმა ტამერლან ცარნაევი, რომელიც პოლიციასთან შეტაკების დროს გარდაიცვალა, კრივით იყო გატაცებული, და ნარკოტიკებით და ალკოჰოლით იქცევდა თავს სანამ რადიკალურ ისლამზე მოექცეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯოხარ ცარნაევი ნარკოტიკების გამსაღებელი იყო. ახლა ის მასაჩუსეტსის შტატის ციხეში იმყოფება და ან სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება იმ შემთხვევაში თუკი ტერორიზმის და სხვა დანაშაულებები დაუმტკიცდა. ცოტა ხნის წინ კულიზონი მის მშობლებს, ზუბეიტად და ანზორ ცარნაევებს ესაუბრა. ისინი აღიარებენ რომ მათმა ოჯახმა ამერიკა კარგად ვერ იგუა.

ალან კულიზონი: მათ გულახდილად ისაუბრეს ამერიკაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც ოჯახს შეექმნა შეერთებულ შტატებში და გამოთქვეს სინანული. საკმაოდ გულახდილები იყვნენ.

კულიზონი ამბობს რომ მშობლები თავიანთი შვილების უდანაშაულობაზე საუბრობენ, იმის მიუხედავად რომ გამოძიება საპირისპიროს ამტკიცებს.

ალან კულიზონი: მშობლები ამბობენ, რომ ბრალდება შეთითხნილია. ისინი იმეორებენ კონსპირაციის თეორიის შესახებ ინფორმაციებს რომელიც შეერთებული შტატების ვებ-საიტებზე დევს, რომ თითქოს ეს ყველაფერი გამოგონილია, მასში მსახიობები მონაწილეობდნენ, ადამიანებს დაზიანება არ მიუღიათ.

კულიზონი აცხადებს, რომ მშობლები არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე რომ ტამერლან ცარნაევი დაღესტანში გასული წლის ვიზიტის დროს რადიკალური ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებების წარმომადგენელებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG