ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინოფილმში „სტალინგრადი“ მოსკოვის კინოთეატრებში


მიუხედავად ამ ისტორიული მოვლენის ხანდაზმულობისა, რუსების ახალი თაობა თითქმის ერთი თვეა ავსებენ კინოთეატრებს

საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს 20 მილიონამდე ადამიანი დაკარგა, მოსახლეობის თითქმის 15%. ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან მოგვითხრობს იმ დიდ ტრაგედიაზე, რომლიც ასახულია ახალ კინოფილმში „სტალინგრადი“. მოსკოვის კინოთეატრებში ეს ფილმი დიდი პოპულარობით სარგრბლობს.

სტალინგრადის ბრძოლიდან 70 წელი გავიდა. ეს იყო სტალინსა და ჰიტლერს შორის ყველაზე დაძაბული და სისხლიანი დუელი. მიუხედავად ამ ისტორიული მოვლენის ხანდაზმულობისა, რუსების ახალი თაობა თითქმის ერთი თვეა ავსებს კინოთეატრებს.

ქსენია კუზნეცოვა უნივერსიტეტის სუდენტი და ერთ-ერთი მაყურებელთაგანია, რომელმაც ფილმი "სტალინგრადი" მოსკოვის მულტიპლექსის კინოთეატრში იხილა.

„მე სტალინგრადში იმ დროს საბედნიეროდ არ მომიწია ყოფნა, თუმცა ფილმში შეგრძნებები ძალინ მძაფრია და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფილმის გმირებთან ერთად განიცდი ამ ტრაგედიას.“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კინოგაქირავებაში შესული ახალი ფილმი „სტალინგრადი“, ყველაზე მომგებიანი გახდა. მას ასევე დიდი წარმატება აქვს ჩინეთში. მარტის თვეში კი ის ოსკარისთვისაც უცხოუი ფილმების კატეგორიაში იბრძოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადის ბრძოლა საბჭოთა კავშირის დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა, საფასური ქვეყნას 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა. კაცობრიობის ისტორიაში ის ყველაზე სისხლიან ბრძოლად ითვლება.

კინოკრიტიკოსის სერგეი ლავრენტევის განცხადებით, ფილმის მსგავსი წარმატება უკავშირდება რუსეთის სურვილს ქედი მოუხაროს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს. ეს პატივისცემის გრძნობა ახლა თაობას გადაეცა:

„ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მაყურებელთა ძირითად მასას შეადგენენ, არასდროს უნახავთ საბჭოთა ეპოქის მსგავსი ფილმები ომზე. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რამდენად კატასტროფული იყო ეს ომი საბჭოთა კავშირის მოსახელობისთვის.“

„სტალინგრადი“ პირველი რუსული ფილმია რომელიც სამგანზომიელბიან ფორმატში , ანუ 3D-ში აიმაქსის კინოთეატრებისთივს შეიქმნა. მოსკოვის მკვიდრი კატია ხშირად დადის კიონთეატრებში და მისი შეფასებით სპეცეფქეტები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო შესულებული:

„ფილმი კარგადაა გადაღებული, კარგი მსახიობები თამაშობენ, ის ძალიან მძაფრად მოქმედებს მნახველზე და ასახავს მთელს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ძალას."

ფილმი თავიდან ბოლომდე რუსეთის მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული და დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ძალისხმევა მიმართული იყო რუსეთის ისტორიის შემეცნებისთვის თანამედროვე კინოინდუსტრიის დახმარებით, ამ ისტორიის ნათელ ფერებში წარმოჩენისთვის.

დღესდღეობით ქალაქ სტალინგრადს ვოლგოგრადი ჰქვია, სადაც ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობასძეგლი „დედა სამშობლო გიხმობს“ წარმოადგენს. ის თავისუფლების ქანდაკებაზე ორჯერ უფრო მაღალია და 1967 წლისთვგის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა.

აღსანიშნავია, რომ 8000 ტონიანი ფოლადის და ბეტონის კონსტრუქცია თიხოვან ნიადაგზე აიგო, რამაც განაპირობა ის რომ ქანდაკებამ დაიწყო გადახრა.

ქალაქის მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ ჰოლივუდის სტილის კინოფილმზე დახარჯული მილიონობით დოლარის შემდეგ, მთავრობა ქანდაკებასაც მიაქცევს ყურადღებას, რომელიც ამ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მიეძღვნა და ქალაქის ისტორიას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG