ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტალინგრადის დროებითი რეანიმაცია


ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მიღწეული გადამწყვეტი გამარჯვების ხსოვნის საპატივცემულოდ ვოლგოგრადს ექვსი დღის განმავლობაში სტალინგრადი იქნება

რუსული ქალაქის ვოლგოგრადის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ქალაქს წელიწადის ექვსი დღის განმავლობაში თავისი პირვანდელი სახელი სტალინგრადი დაუბრუნდება, რათა ისტორიაში დარჩეს მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინგრადში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მიღწეული გადამწყვეტი გამარჯვების ხსოვნა.
ვოლგოგრადის ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა ამ ღონისძიებას, რომელის მიხედვით სტალინგრადი ქალაქის ოფიციალურ დოკუმენტებში ამ სახელით იქნება მოხსენიებული ყოველი წლის 9 მაისს, გამარჯვების დღეს და კიდევ ხუთი დღის განმავლობაში სტალინგრადთან გერმანიის ჯარების დამარცხების წლისთავის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG