ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს ანჯელესის მუზეუმი ახალ გამოფენას მასპინძლობს


გამოფენაზე დინოზავრის ძვლებთან ერთად ჰოლივუდის ისტორიაც არის წარმოდგენილი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:19 0:00
ბმული

ბევრ ქალაქში არსებობს ადგილები, სადაც შეგიძლიათ დინოზავრების ძვლები ნახოთ, ასეთია ბუნების ისტორიის მუზეუმი. ეს თავისებური სპეციფიკის მუზეუმი ვითარდება, დამთვალიერებლებს კი ისეთ ექსპონატებს სთავაზობს, რომელსაც ისინი წინასწარ არ მოელიან. ლოს ანჯელესის ბუნების ისტორიის მუზეუმში ახალი გამოფენა იმის მაგალითია, თუ როგორ როგორ ცდილობენ მუზეუმები დამთვალიერებელზე უკეთესი შთაბეჭდილების მოხდენას.

ეს არის ადგილი სადაც, დედამიწაზე არსებული ყველა სახეობის კუ, ვირთხა და გველია წარმოდგენილი. მუზეუმში ისინი ბევრად საინტერესოდ გამოიყურებიან.


მუზეუმის დამთვალიერებელი ტიმ ვოტერსი: ბევრი ისეთი რამ ვნახე მუზეუმში, რაც მანამდე არ წარმომედგინა.


მაგალითად, ის არ მოელოდა რომ აქ ნახავდა 1902 წელს შექმნილ ავტომობილს. არც ჩარლი ჩაპლინის მუნჯურ კინო-ფილმებში გამოყენებულ კოსტიუმებს. თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად შეიძლება იპოვოთ ლოს ანჯელესის ბუნების (თეა, ნატურალურს აღარ შევცვლი, მაგრამ შენ შეცვალე ყველგან) ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილ ახალ გამოფენაზე, რომელსაც „გახდი ლოს ანჯელესელი“ ჰქვია. გამოფენა ლოს ანჯელესის ისტორიას სხვადასხვა ასპექტში მოგვითხრობს.


გამოფენაზე წარმოდგენილი ძროხა კარგი მაგალითია იმის, თუ რქოსანი ცხოველის სასუქის მეშვეობით ლოს ანჯელესის მიდამოებში როგორ გავრცელდა უცხოური მცენარეების კულტურა. კოლექციის მენეჯერის ასისტენტი ჯონათან ჯილეტი ექსპოზიციის შესახებ საუბრობს.


ჯონათან ჯილეტი: ჩვენი მისიის ნაწილია ამ გამოფენით კულტურის ისტორიის გადმოცემაც შევძლოთ ამგვარად, აქ კარგად ჩანს, თუ გარემომ როგორ შეცვალა ადამიანი და პირიქით, ადამიანებმა როგორ იმოქმედეს გარემოზე.


ლოს ანჯელესის ისტორია ჰოლივუდის გარეშე წარმოუდგენელია. მუზეუმში არის კამერა, რომელიც მუნჯური ფილმების გადასაღებად გამოიყენებოდა. არსებობს კავშირი, კინო ინდუსტრიასა და ქალაქის ისტორიას შორის.


ჯონათან ჯილეტი: ჰოლივუდი ძალიან ახლოს არის იმ ბუნებრივ პროცესებთან, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში განვითარდა.


ჰოლივუდურ ექსპონატებთან ერთად, მუზეუმი ღია სივრცეში და ასევე დახურულ ლაბორატორიაში ცოცხალი მცენარეების და ცხოველების გამოფენასაც გვთავაზობს.


კრისტინ ფრედრიხი: ტროტუარების ნაპრალებში ან ლოს ანჯელესის შენობების ბუხრებში არაჩვეულებრივად საინტერესო ცხოვრებაა. და აქ წარმოდგენილი ქვეწარმავლების სხვადასხვა სახეობა თავისუფლად ცხოვრობენ ამ ქალაქში, ისევე როგორც ჩვენ ადამიანები.


ის ასევე საუბრობს იმაზეც, რომ წარმოდგენილი ექსპონატებით ეს ტრადიციული ისტორიული მუზეუმის სტანდარტებს გაცდა.

კრისტინ ფრედრიხი: ტრადიციული ნატურალური ისტორიის მუზეუმი მე19 საუკუნის მოდელს წარმოადგენს. მაშინ თქვენ მკვდარ საგნებს ყუთებში შევინახავდით. გააკეთებდით წარწერას პანელზე, ხოლო დამთვალიერებლებს ექსპონატების ნახვა ძალიან ბნელ დარბაზებში მოუწევდათ.


ის ამბობს, რომ ნატურალური ისტორიის მუზეუმმა სახე იცვალა, წინ წამოწია ისეთი თემატიკა, როგორიც არის კონსერვაცია და გარემოზე ადამიანის ზემოქმედების მოხდენის ძალა. დამთვალიერებელი ტიმ ვოთერი ექსპოზიციით კმაყოფილია.


ტიმ ვოტერი: ეს მუზეუმი მიმდინარე ისტორიას და არა მხოლოდ ანტიკურ ხანას გადმოსცემს. აჩვენებს თუ, როგორ განვითარდა ადამიანი ამ ისტორიის მანძილზე.


მის შვილს ვეიეტს დედამიწის ძველი ბინადრების დათვალიერება მოსწონს.


ვეიეტ ვოტერი: დინოზავრები უფრო საინტერსოდ მომეჩვენა, ვიდრე სხვა ექსპონატები.
დინოზავრები არსად მიდიან. ისინი სხვა ცოცხალ ცხოველებთან ერთად ერთ გარემოში, მუზეუმში რჩებიან.
XS
SM
MD
LG