ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ედუარდ სნოუდენის მამა მოსკოვში ჩავიდა


სნოუდენზე ამერიკაში ჯაშუშობის ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული

ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორის- ედუარდ სნოუდენის მამა მოსკოვში ჩავიდა შვილის ნახვის იმედით. სნოუდენმა ამერიკის საიდუმლო პროგრამებზე ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

მასზე ამერიკაში ჯაშუშობის ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული.

ედუარდის მამამ-ლონ სნოუდენმა მოსკოვის აეროპორტში განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ რუსეთში ყოფნის განმავლობაში შვილის ნახვის საშუალება მიეცემა:

„ვერაფერს გეტყვით ჩემი შვილის ნაცვლად და ვერ ვისაუბრებ იურიდიულ საკითხებზე. მე მამა ვარ და არ მსურს ჩემი მოსაზრებების გაგიზიაროთ. უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი დაცული და თავისუფალია.“

ლონ სნოუდენს აეროპორტში ედუარდის იურისტი ანატოლი კუჩერანა დახვდა.
XS
SM
MD
LG