ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა სნოუდენი მოღალატე?


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სნოუდენის წინააღმდეგ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00
ბმული

ედუარდ სნოუდენმა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს რამდენიმე საიდუმლო პროგრამის დეტალები გაასაჯაროვა. მას შემდეგ ამ ადამიანის ირგვლივ დაწყებული წინააღმდეგობრივი დებატები არ წყდება. ისმის კითხვა: არის თუ არა სნოუდენი მოღალატე.

ამერიკის ყოფილი ელჩისთვის გაეროში-ჯონ ბოლტონისთვის, პასუხი ამ კითხვაზე ნათელია:

"მე მას მართლაც მოღალატედ ვთვლი. მან ამერიკის სასიცოცხლო მნიშვნელობის არაერთი საიდუმლოება გათქვა. ეს ინფორმაცია მან ჩინეთს, შემდეგ რუსეთს გაუზიარა. ადამიანები სვამენ კითხვას თუ რამდენად აქცევს აღნიშნული მოქმედება სნოუდენს ჯაშუშის კატეგორიაში, რამდენადაც ჯაშუშობა ასეთად კვალიფიცირდება, თუ საიდუმლოებას ერთ რომელიმე მთავრობას გაანდობ. მე მაინც ვიტყოდი, რომ ჯაშუშობის ცნებას საიდმულო ინფორმაციის საზოგადოებისთვის განდობა აღემატება კიდეც, იმდენად, რამდენადაც ორასი ქვეყნის მთავრობა ერთდოულად იტყობს ამერიკის გასაიდუმლოებულ ინფორმაციას."

ვილანოვას უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დევიდ ბარეტი სნოუდენს განსხვავებული პოზიციიდან აფასებს:

"მე მას დეზერტირად აღვიქვამ. მისი პერსონის დასახასიათებლად სხვადასხვა სახელი არსებობს. დამსმენი, დეზერტირი, ინფორმატორი. ეს საკმაოდ სერიოზული შემთხვევაა ადამიანისთვის, რომელსაც დაზვერვის სააგენტოში უმუშავია, ვისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა დოკუმენტზე ხელმოწერით ცნობა იმისა, რომ ის არანაირ ინფორმაციას გარეთ არ გაიტანს. შესაბამისად, სერიოზული შემთხვევაა, როცა ვინმეს, შიგნიდან ეს საიდუმლოება გააქვს, შემდეგ საერთოდ მიდის ამ ქვეყნიდან და უცხოელებს უმჟღავნებს საიდუმლო ინფორმაციას."

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სნოუდენის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს მთავრობის ქონების მოპარვის, ეროვნული თავდაცვისთვის ღირებული ინფორმაციის არასანქცირებული კომუნიკაციის და მესამე მხარისთვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამიზნული გაზიარების მუხლებს.

თავად სნოუდენი აცხადებს, რომ დოკუმენტების გასაჯაროების ერთერთი მიზეზი ამერიკის მთავრობის საიდუმლო ჯაშუშობის პროგრამებზე ფართო საზოგადოებაში მსჯელობის დაწყება იყო.

ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ვლადეკი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

"ის განხილვები, რომლებსაც ამ თემაზე ახლა, ვაშინგტონში აქვს ადგილი, სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ მოხდებოდა. ჩემი აზრით, კარგია, თუ ეს მსჯელობა დაიწყო. რაც შეეხება სნოუდენის ფაქტორს-ეს ადამიანი ჩემთვის დამსმენი და დამნაშავე ერთდროულად არის, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორი მოქმედება და იურიდიულად დაშვებული ქმედება ყოველთვის ერთსადაიმავეს არ ნიშნავს."

ჩიკაგოს უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი აზიზ ჰაქი ამბობს, რომ ერთი რამ მისთვის დანამდვილებით არის ცნობილი: ედვარდ სნოუდენი მოღალატე არ არის. ამ მოსაზრებას ის ასე ასაბუთებს:

"ამერიკულ სამართალში მოღალატეს კარგი ახნა აქვს. ღალატის ცნება კონსტიტუციაში არის გაშიფრული. საკითხი ღალატად კლასიფიცირდება, როცა საქმე გვაქვს ომის დროს ძალიან ვიწრო გაგებით უცხოელი მტრის დახმარებასთან."

ჰაქი ფიქრობს, რომ მოღალატედ შეიძლება დავახასიათოთ ის ამერიკელები, რომლებიც ფაშისტებთან ერთად იბრძოდნენ და ამიტომაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ღალატისთვის ჩადენილი დანაშაული და დასჯის ფაქტები დადგინდა.

ჰაქი დასძენს, რომ ღალატისთვის ბოლო დამნაშავე ადამ გადანი იყო: ამერიკელი, რომელიც ალ-ყაიდას შეუერთდა და ამ ქსელის ინგლისურენოვანი წარმომადგენელი გახდა. ექსპერტისთვის ამ შემთხვევაში არსებობდა გადანის ღალატისთვის დევნის ძალიან კარგი საფუძვლები, რადგან ეს ადამიანი ამ დაგუფებას შეუერთდა და ეხმარებოდა კიდეც მათ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, სნოუდენის შემთხვევაში განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ცოტა ხნის წინ გამოკითხული ამერიკელები 55 პროცენტი ფიქრობს, რომ სნოუდენი არა მოღალატე არამედ ინფორმატორია.
XS
SM
MD
LG