ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვმა დონბასის მიმართ პოლიტიკა შესაძლოა შეცვალოს


აღმოსავლეთ უკრაინა
აღმოსავლეთ უკრაინა

აღმოსავლეთ უკრაინაში, კრემლის პოლიტიკის ცვლილების ნიშნები იკვეთება. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით, მოსკოვი აპირებს, დონეცკის სეპარატისტების სამხედრო მეთაური ორი ყოფილი უკრაინელი დეპუტატით ჩაანაცვლოს. ისინი ყოფილი და მიმალვაში მყოფი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირეები არიან. სეპარატისტული რეგიონის მედია გამოცემის, „დონბასის სიახლეების“ განცხადებით, ვლადისლავ სურკოვმა, დონბასში ვიზიტისას ყოფნისას, ადგილობრივ თვითგამოცახდებულ მმართველებს განუცხადა, რომ ისინი უნდა „მოემზადონ რეინტეგრაციისთვის“.

ასევე, ცვლილება იკვეთება რუსეთის პირველი არხის, სატელევიზიო პროგრამის წამყვანის ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებაში, რომელიც ხშირად კრემლის მიდგომას გამოხატავს. მასში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის დონბასზე უარის თქმა უფრო მომგებიანია.

გასულ კვირას, ვლადიმერ პუტინი დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსების წინადადებით გამოვიდა. რასაც დასავლეთის მიმომხილველთა ნაწილი სკეპტიციზმით შეხვდა.

მოსკოვის მიერ პოზიციის სავარაუდო ცვლილება, შესაძლოა ამერიკის მიერ უკრაინის ლეტალური იარაღით შეიარაღებას უკავშირდება. მოსკოვი ცდილობს შეაჩეროს ამერიკის მიერ უკრაინის შეიარაღების მიწოდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG