ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და რუსეთი უკრაინაზე მაღალ დონეზე საუბრობენ, აცხადებს მოსკოვი


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში

რუსეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის თაობაზე შეერთებულ შტატებთან მაღალ დონეზე აწარმოებს მოლაპარაკებას. კრემლმა უარყო კიევში გამოთქმული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მის საზღვართან სამხედრო ძალებს ზრდის და ასევე პირობა დადო, რომ უკრაინის სანქციებს უპასუხებს. კიევმა უქმეებზე რამდენიმე რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.

"ჩვენ ვკონტაქტობთ ამერიკელებთან და ეს მაღალ დონეზე ხდება" . რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" მიხედვით, ამ სიტყვებით აღწერა მიმდინარე მოვლენები სერგეი რიაბკოვმა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის. ბაიდენმა მას ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მას შემდეგ, რაც არამარტო უკრაინამ, არამედ დასავლეთმა და ნატომაც გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების ესკალაციის გამო.

მოსკოვი კიევის და ვაშინგტონის შეშფოთებას "უსაფუძვლოს" უწოდებს და უკრაინას დონბასის რეგიონთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს. "ჩვენი ამერიკელი კოლეგები რომ ამაზე შფოთავდნენ, ეს სიტუაციის დასტაბილურებას დაეხმარებოდა" - თქვა რიაბკოვმა. ის აცხადებს, რომ მოსკოვს ისე შეუძლია სამხედრო ძალების გადაადგილება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის და ეს კიევისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ბოლო დროს, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონში, ძალადობა გაიზარდა. იქ განლაგებულ სეპარატისტებთან ბრძოლაში, რომელთაც მოსკოვი უჭერს მხარს, 2014 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 14 000 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG