ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს არც-ერთ ქვეყანას არ უქმნის


„რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლმა ეს განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული არმიის შენაერთების მობილიზების შემდეგ გააკეთა. უკრაინა რუსეთის ამ სამხედრო მანევრირებას საფრთხედ და დაშინების მეთოდად აღიქვამს.

საკუთარ განცხადებაში პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის. „რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, მათ შორის, ის არ წარმოადგენს საფრთხეს უკრაინისთვის”. კრემლის პრესსპიკერის თქმით, „რუსეთი ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარი უსაფრთხოების საკითხს“.

რუსეთის ჯარის უკრაინის საზღვართან მობილიზებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარის დროს გამოეხმაურა. ოსტინმა თქვა რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

2 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდომირ ზელენსკის ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტის ამპლუაში პირველად დაუკრეკა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა „დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG