ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოიგუს თქმით დასავლეთი უკრაინის შეიარაღებას აძლიერებს


რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის „ფართომასშტაბიანი“ თავდასხმის წინ, დასავლეთი კიევისთვის აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას აძლიერებს.

სერგეი შოიგუ უკრაინის „ფართომასშტანიან“ თავდასხმად მოსალოდნელ კონტრშეტევას მოიხსნიებს და ამბობს, რუსეთი სამიზნეში ამოიღებს დასავლური აღჭურვილობისა და შეიარაღების მიწოდების ნებისმიერ მარშრუტს, რომელსაც აღმოაჩენს.

შოიგუ ირწმუნება, რომ დასავლური შეიარაღება, უკრაინაში მოსკოვის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგებს ვერ შეცვლის. უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ, სრულმასშტაბიან ომს, რომელიც 15 თვეზე მეტია გრძელდება, მოსკოვი კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს.

სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ასევე გამოეხმაურა მოსკოვზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას, რაშიც კრემლი კიევს ადანაშაულებს.

„დღეს დილით, კიევის რეჟიმმა, მოსკოვის რეგიონში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. ხაზგასმით ვიტყვი, - სამოქალაქო ობიექტებზე“ - თქვა შოიგუმ.

კიევი მომხდართან პირდაპირ კავშირს უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა მეტ მსგავს თავდასხმა პროგნოზირებს. თუმცა, მისი თქმით, კიევს ამასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

15 თვეზე მეტია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, მეტწილად, უკრაინის შიგნით მიმდინარეობს. თუმცა, პერიოდულად, რუსეთი საკუთარ ტერიტორიებზე დრონით განხორციელებული თავდასხმების შესახებ საუბრობს. მათ შორის, ერთი დრონის სამიზნე, მიმდინარე თვის დასაწყისში კრემლის ციტადელი იყო, რაშიც მოსკივი კიევს დანაშაულებს. მოსკოვის აცხადებს, რომ კრემლზე განხორციელებული თავდასხმის მიზანის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკვლა იყო. კიევი ასევე უარყოფს კრემლზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG