ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი კვლავ მესამე მსოფლიო ომით იმუქრება


დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მესამე მსოფლიო ომით ემუქრება და ამბობს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ნებისმიერი სახით ხელყოფა, რუსეთისთვის შესაძლოა გახდეს, ომის გამოცხადების საფუძველი.

„ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია, სამუდამოდ. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა არის ომის გამოცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას თუ ნატოს წევრი ქვეყანა გააკეთებს, ეს ნიშნავს კონფლიქტს მთელს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომს, რაც სრული კატასტროფაა“- ამბობს მედვედევი საინფორმაციო სააგენტო „არგუმენტი ი ფაქტი“-სთან საუბრის დროს.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოედგილე აქვე ამბობს, რომ თუ ნატო გაფართოვდება და შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანდებიან, რუსეთი გააძლიერებს საკუთარ საზღვრებს და მზად იქნება „საპასუხო ნაბიჯებისთვის“.

მედვედევს არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს საზღვრების გაძლიერებაში, არ არის გამორიცხული რუსეთმა საზღვარზე ისკანდერის ჰიპერბგერითი რაკეტები განათავსოს.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა. საერთაშორისოდ, ყირიმს უკრაინის ტერიტორიადაა აღიარებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG