ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ დიდ შვიდეულს უთხრა, რომ საჭიროა რუსეთის შეჭრა ზამთრამდე დასრულდეს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ლიდერებს დაჟინებით მოუწოდა გააკეთონ ყველაფერი, რაც ძალუძთ, რათა მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრა წლის ბოლომდე დაასრულონ. ამ დროისთვის, უკრაინის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ აღმოსავლეთ რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობების მოგერიებას აგრძელებს.

ბავარიაში მიმდინარე სამიტისთვის მიმართვის დროს, ზელენსკიმ ასევე ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთისთვის მეტი სანქციები და უსაფრთხოების გარანტიები ითხოვა.

ზელენსკიმ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტში და ქვეყნის აღდგენაში დახმარებაც ითხოვა.

მოსალოდნელია, რომ დიდი შვიდეული უკრაინის დახმარების შესახებ განცხადებას, მათ შორის ახალი სანქციების შესახებ, 28 ივნისს სამიტის დასრულებამდე გაკეთებს.

უკრაინის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ 27 ივნისს, კიევის და სხვა ქალაქების დაბომბვიდან მეორე დღეს, რუსული რაკეტა ოდესის რეგიონს ესროლეს. სარდლობამ განაცხადა, რომ რაკეტა რუსული „ტუ-22“ სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაუშვეს.

26 ივნისს, უკრაინა იუწყებოდა, რომ უქმეებზე რუსული სარაკეტო თავდასხმები მთელ ქვეყანაში გაიზარდა, მათ შორის, ფრონტის ხაზიდან ბევრად დაშორებულ ადგილებზე, დასავლეთ რეგიონის ლვივიდან ხმელნიცკიმდე, ჟიტომირამდე, ჩერნიჰივამდე და კიევამდე.

კიევზე და ჩერკასზე რუსული სარაკეტო თავდასხმისას, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის 7 წლის გოგონა, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

რუსეთმა განაცხადა, რომ კიევში იარაღის ქარხანას დაარტყა და უარყო „ყალბი“ ცნობები, რომ საცხოვრებელ უბანს ესროლა.

27 ივნისს, „სი ენ ენ“-მა და „ასოშეიტედ პრესმა“, საკითხში ჩახედულ წყაროებზე დაყრდობით გაავრცელეს ინფორმაცია, შეერთებული შტატები გეგმავს ამ კვირაში გამოაცხადოს, რომ უკრაინისთვის მოწინავე, საშუალოდან შორ რადიუსამდე მოქმედების „მიწა-ჰაერი“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები შეიძინა.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ითხოვეს „HASAMS” სახელით ცნობილი სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც სამიზნეზე დარტყმა 160 კილომეტრის დაშორებით შეუძლია.

XS
SM
MD
LG