ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვმა ებრაული არასამთავრობო სააგენტოს რუსული ფილიალი დახურა


რუსეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ისრაელის პოზიცია გააკრიტიკა, მაგრამ სამშაბათს თქვა, რომ ებრაულ საემიგრაციო სააგენტოსთან დაკავშირებულ დავას იურიდიული ხასიათი ჰქონდა და ის საქმე ორმხრივ ურთიერთობებს არ უნდა შეეხოს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ცდილობს ლიკვიდაცია გაუკეთოს ებრაული არასამთავრობო სააგენტოს რუსულ ფილიალს, რომელიც ებრაელებს ისრაელში გადასვლაში ეხმარება.

ხელისუფლებამ სააგენტოს ბრალი პირადი ინფორმაციის შესახებ კანონის დარღვევაში დასდო და მოსალოდნელია, რომ დამატებით დეტალებს რუსულ სასამართლოში ხუთშაბათს წარმოადგენს.

„არ არის საჭირო ვითარების პოლიტიზირება და რუსეთ-ისრაელის ურთიერთობების მთელ სფეროზე მისი განვრცობა, აქ საჭიროა ფრთხილი მიდგომა, მაგრამ ასევე იმის გაგება, რომ რუსულ კანონს ყველა ორგანიზაცია უნდა დაემორჩილოს“, განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ამ საქმემ ისრაელში შეშფოთება გამოიწვია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ სააგენტოს ფილიალის დახურვამ „(ორმხრივი) ურთიერთობებისთვის მძიმე შედეგები“ შეიძლება იქონიოს.

ლაპიდმა ისრაელის იურისტთა ჯგუფი შეადგინა , რომელიც მზადაა რუსეთში ჩაფრინდეს და ებრაული სააგენტოს საკითხი მოაგვაროს, როგორც კი მოსკოვი მათ მიიღებს, მაგრამ სამშაბათ შუადღისთვის, ისინი ჯერ კიდევ არ გამგზავრებულან.

XS
SM
MD
LG