ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი კანონმდებელი გადადგა


გავრცელდა ინფორმაცია ვლადიმერ პეხტინის საკუთრებაში არსებული, არადეკლარირებული უძრავი ქონების შესახებ

რუსეთის პარლამენტის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ პეხტინი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გაავრცელა ინფორმაცია პეხტინის საკუთრებაში არსებული, არადეკლარირებული უძრავი ქონების შესახებ, რომელიც მას ფლორიდის შტატში აქვს.

ამ სკანდალმა რუსეთის ოფიციალური პირების იმიჯი კიდევ უფრო შელახა. კრემლის ანტიკორუფციული ძალისხმევა ეჭვის ქვეშ დადგა. ნავალნის მიერ ინტერნეტში გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნებას რუსი კანონმდებლის გადადგომა მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ რუს ოფიციალურ პირებს არ ეკრძალებათ საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენა, მისი დეკლარირება კანონითაა გათვალისწინებული. პეხტინი თავის მხრივ აცხადებდა, რომ სახლი ფლორიდაში მის ვაჟს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG