ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის წინააღმდეგ მესამე საქმე გაიხსნა


ნავალნი ეჭვპიტიანილია 3,4 მილიონი დოლარის გათეთრებაში

რუსეთის სამართალდამცავებმა ცნობილი რუსი ოპზიციონერის და ბლოგერის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის მესამე გამოძიება დაიწყეს.

სამთავრობო საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ნავალნი ეჭვპიტიანილია 3,4 მილიონი დოლარის გათეთრებაში.

ახალ ბრალდებას წინ უსწრებდა გასულ კვირას კიდევ ერთი ბრალის წაყენება, როგორც თავად ნავალნისთვის, ისე მისი ძმისთვის. ნავალნის გასულ კვირას მილიონ რვაასი ათასი დოლარის თაღლითობაში წაუყენეს ბრალი, რომელიც საფოსტო სატრანსპორტო კომპანიას უკავშირდებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოპოზიციის 36 წლის ლიდერს და მრავალი საპროტესტო აქციის ორგანიზატორს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG